საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

21:18, 09.11.2026

ევროპული პლატფორმების გამოყენების პარალელურად ოფიციალური თბილისი თანამშრომლობას აღრმავებს ჩინეთთან.

ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, რაც სავაჭრო მონაცემებთან ერთად, გახშირებულ ვიზიტებშიც გამოიხატება. საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი სტუმრობის შემდეგ ჩინეთში ქართული საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. ჩინეთის მმართველ პარტიასთან შეხვედრები ხვალიდან დაიწყება. დელეგაციას მიიღებს პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში. დღის წესრიგშია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, შუა დერეფნის მომავალზე და მიმდინარე კონფლიქტებზე მსჯელობა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის საპარლამენტო დონეზეც თანამშრომლობა ბოლო პერიოდში საკმაოდ მჭიდროა – ექვსი თვის წინ ჩინეთს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრობდა.

მსგავსი