საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება.
შალვა პაპუაშვილი მეორე დღეა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო კავშირების გაღრმავებასთან ერთად, მთავარი განსახილველი საკითხი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაა. ამ კონტექსტში ტაჯიკეთისა და ინდოეთის პარლამენტების თავმჯდოამრეებთან შეხვედრისას, შალვა პაპუაშვილმა განსკუთრებული აქცენტი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე გააკეთა. ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს შუა დერეფნის განვითარების პროცესში. გუშინ კი ქართული დელეგაცია ისრაელის, თურქეთისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის სპიკერებს შეხვდა.