საქართველოს დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე 

იანვარში საქართველოში დაგეგმილი და გადადებული ვიზიტის  შემდეგ, ქართული საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტაშკენტში შეხვდა. 2024 წლის საპარალამენტო არჩევნები, ეუთო-საქართველოს თანამშრომლობა, ქვეყანაში არსებული ვითარება და იანვარში გადადებული ვიზიტი იყო ის ძირითადი საკითხები, რაც შალვა პაპუაშვილმა პია კალუმასთან შეხვედრისას განიხილა. ასამბლეის პრეზიდენტთან დისკუსიისას ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელიც საარჩევნო სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით ეუთო-მ გასცა. უკვე სამი დღეა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული საპარლამენტო დელეგაცია ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს, ვიზიტის ბოლო დღეს შეხვედრა შედგა მასპინძელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებთანაც – მოამბე ტაშკენტიდან.