საქართველოს დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა ტაშკენტში. ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობასა და იმ გადადებულ ვიზიტზე, რომელიც საქართველოში იანვარში უნდა გამართულიყო. ქართულმა დელეგაციამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მზად არის, ეუთო-სთან ერთად იმ რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშაოს, რომელიც საარჩევნო სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით იყო გაცემული.

თეონა მანაგაძე დეტალებით #მოამბე