საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში ვიზიტს გეგმავს

2021 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია პირველ ვიზიტს გამართავს – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი აქტიური საკითხი იქნება განხილული, მათ შორის შეხვედრაზე წარადგენენ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით.