2022 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებული პროცესები და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო – პრემიერი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს.
თემატურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერის გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიმდინარე პროცესებს და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაზე საუბარს დაეთმო. მთავრობის მეთაურის მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის მისაღწევად პოლიტიკურ ბრძოლას დღემდე აწარმოებს. ქვეყნები არ დაკონკრეტებულა, თუმცა ხაზი გაესვა, რომ გაუარესებული ურთიერთობის გამო რამდენიმე ქვეყანაში ქართველი დიპლომატები უფუნქციოდ არიან დარჩენილები. საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიმართ კრიტიკული ტონი ჰქონდა თურქეთის პირველ პირსაც, რომელმაც ევროკავშირის სრული წევრობა ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად დაასახელა.
რა გზავნილებით არიან ჩასულები საქართველოს პრემიერი და პირველი დიპლომატი ანკარის ფორუმზე – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.