საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება აშშ-ში

12:15, 13.06.2019

ამერიკის შეერთებულ შტატებში  პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრას დიპლომატები, სენატორები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. შეკრებილებს სიტყვით მამუკა ბახტაძემ და კოლორადოს შტატის სენატორმა მიმართეს. ბახტაძემ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ამერიკა-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

 

მსგავსი