საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები თბილისში

22:20, 26.05.2025

კონცერტები, საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები, გამოფენები – დილიდან ქვეყნის ეროვნული დღესასწაული საზეიმო პროგრამით აღინიშნება.

დედაქალაქში ძირითადი ღონისძიებებისთვის ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მუსიკალური ნომერი, რომელიც დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის დროს შესრულდა. 107 წლის წინანდელი ისტორიული მოვლენები თეატრალური წარმოდგენითაც გაცოცხლდა.

მსგავსი