საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება ბაქოში
ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
საზეიმო მიღება საელჩოში, სიტყვით გამოსვლები და მუსიკალური ნომრები ნიკა ნიკვაშვილისა და მისი ბენდის, „შვიდკაცას“ და სიმებიანი კვარტეტის შესრულებით – ორდღიანი პროგრამა გამოფენას და საესტრადო და საოპერო შემსრულებლების მონაწილეობით ჰეიდარ ალიევის ცენტრში კონცერტსაც მოიცავს. დღევანდელი მიღების მონაწილეებს მილი-მეჯლისის თავმჯდომარემ და ელჩმა მიმართეს. ეს არის პირველი ღონისძიება კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, რომელიც წლის ბოლომდე 22 ქვეყანაში ქართული კულტურის დღეების მოწყობას ითვალისწინებს.