საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რაჭაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ამბროლაურში კონცეფციით – „საქართველო ღვინის სამშობლო“ არის წარმოდგენილი. ამბროლაურის ახალ ბულვარში მოწყობილ საზეიმო სივრცეში წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა. ბავშვებისთვის მოწყობილია შემეცნებით-გასართობი სივრცე, ხოლო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიებაში რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებიდან ღვინის მარნები მონაწილეობენ. 17:10 საათზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდება.