საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ფოთში - პირდაპირი ჩართვა
ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა უკვე დაწყებულია. ორგანიზატორების ინფორმაციით, სადღესასწაულო აქტივობები ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და მოიცავს, როგორც საბავშვო-გასართობ სივრცეებსა და ადგილობრივი ნამუშევრების გამოფენებს, ისე სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს. საზეიმო განწყობა ზღვისპირა ქალაქში, გვიან საღამომდე გაგრძელდება და ის ტრადიციულად, გალაკონცერტით დასრულდება.
თეა აბსარიძის ჩართვა ფოთიდან #მოამბე