საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – საზეიმო ღონისძიებები რეგიონებში 

21:22, 26.05.2025

დედაქალაქთან ერთად ეროვნული დღესასწაული  აღინიშნა  მთელი საქართველოს მასშტაბით. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელს სახალხო ზეიმის ყველა მონაწილეს არაერთ   გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მონაწილების საშუალება ჰქონდა. ბავშვების განსაკუთრებული ინტერესი წელსაც სამხედრო ტექნიკამ დაიმსახურა, სხვადასხვა აღჭურვილობა თითქმის ყველა ქალაქში იყო გამოფენილი. დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ კი ცენტრალურ ქუჩებში  წარმოდგენილი იყო სამინისტროების საინფორმაციო სტენდები და ინსტალაციები. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ისტორიული თარიღის ამსახველი უნიკალური დოკუმენტები, გასართობი ატრაქციები და თეატრალური წარმოდგენები – ეროვნული დღესასწაულის  აღნიშვნა რეგიონებში გრანდიოზული კონცერტებით დასრულდა.

მსგავსი