საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მსოფლიო ლიდერებმა მიულოცეს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მინდა, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე ვუსურვო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს, – ამ სიტყვებით მიულოცა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პოპმეოს განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ მხარს უჭერს საქართველოს განვითარების პროცესს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მისალოცი განცხადება გაავრცელა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.

დამოუკიდებლობის ასი წლისთავი საქართველოს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემაც მიულოცა. მისალოც წერილში დედოფალმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და მისი ქვეყნის მჭიდრო კავშირს. ინგლისი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

არაერთ მსოფლიო ლიდერთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ესტონეთის საგარეო უწყებამ. განცხადებაში წერია, რომ საქართველოსა და ესტონეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ.

დამოუკიდებლობის 100 წლისთავი საქართველოს მოქალაქეებს ლუქსემბურგის მთავრობამაც მიულოცა.