საქართველოს დახმარება უკრაინას

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. დახმარება უკრაინაში დღეს გაიგზავნება. საჭირო ნივთების შეგროვებას რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უწევს კოორდინაციას. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. შეგროვების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი.