საქართველოს დახმარება თურქეთს

ჰუმანიტარული დახმარებით სავსე ხუთი სატვირთო მანქანა საქართველოდან თურქეთში უკვე გაიგზავნა.

მედიკამენტების, პირველადი საჭიროების ნივთების, საკვების და ტანსაცმლის შეგროვება საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მისამართებზე ისევ გრძელდება. გროვდება თანხაც. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ერთი მილიონი ლარი გამოიყოფა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. თურქეთის დიპლომატიური მისიის შენობაში გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც მოქალაქეები ყოველდღიურად ათეულობით ჩანაწერს ტოვებენ.