საქართველოს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი გზავნილები
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საუბრის მთავარი თემები იყო ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრაზე.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და საქართველოს ორი მოქალაქის დაკავება გვახსენებს სამწუხარო შედეგს, რაც მოსდევს კონფლიქტს,- ასე გამოეხმაურა დონალდ ტუსკი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს მოქალაქის დაღუპვას.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე მხარეებმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი დღესვე შეხვდება ჟან-კლოდ იუნკერსა და ფედერიკა მოგერინის. ასევე საქართველოს პრეზიდენტს ნატო-ს გენერალური მდივანი უმასპინძლებს.
თამარ წიკლაური დეტალებით.