საქართველოს ჩემპიონატი წყალბურთში

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი იძულებითი პაუზის შემდეგ განახლდა.

სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ მიმდინარე გათამაშების დასკვნით ეტაპზე ექვსი გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებული 22 ნოემბრიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ევროპული წყალბურთის მმართველ ორგანიზაციაში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის თბილისში გამართვაზეც ფიქრობენ. ქვეყნის ჩემპიონობისთვის თბილისის „დინამო“ და „თბილისი“ იბრძვიან. მათი შეხვედრა პირველობის დასკვნით დღეს, 15 აგვისტოს გაიმართება და ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდება.