საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში

დღეიდან, სამი დღის განმავლობაში დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.

ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფიცარნაგზე 12 რაიონის 100-მდე სპორტსმენი გამოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი უცხოური მედიის და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშიც ექცევა, რადგან ქვეყნის შიდა ჩემპიონატზე დაძლეული წონები ხშირად ოლიმპიურ და მსოფლიო რეკორდებს აჭარბებს. ასპარეზობები ყოველ დღე, დილის 12 საათიდან იწყება. დასწრება თავისუფალია.