საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის დარბაზში, ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს შეჯიბრის ბოლო დღეა. საუკეთესოების გამოსავლენად ყველა წონით კატეგორიაში ერთმანეთს როგორც გოგონები, ასევე ვაჟებიც ეჯიბრებიან. ჩემპიონატში მონაწილეობს ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის და მსოფლიოს პირველობების არაერთგზის გამარჯვებული, ლაშა ტალახაძე.

გეგი კიკაბიძე გაგვაცნობს, როგორ მიმდინარეობს შეჯიბრი.

დატოვე კომენტარი