საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის.

დედაქალაქის მთავარ სპორტულ ცენტრში საუკეთესოები დღეს 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 65კგ-ში პირველობა არავის დაუთმო ედემი ბოლქვაძემ, რომელმაც ფინალში გორელი სპორტსმენი, ამირან ვახტანგიშვილი დაამარცხა.

79 კგ  წონით კატეგორიაში ჩემპიონი  ნიკა კენჭაძე გახდა, რომელმაც ფინალში დიდი უპირატესობით, ტარიელ გაფრინდაშვილი დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში გუშინ დაიწყო და 13 იანვარს დასრულდება. ფინალური ორთაბრძოლების ხილვა ჭიდაობის მოყვარულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეუძლიათ.