საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში

ამ წუთებში დიღმის ოლიმპიურ დარბაზში ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალი მოჭიდავეების შემდეგ გამარჯვებულები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოვლინდნენ. დღეს  საჩემპიონო ტიტულისთვის შეხვედრები 5 წონით კატეგორიაში გაიმართება. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ გაიმარჯვა, 63 კილოგრამში კი საუკეთესო ლევან ქავჟარაძე გახდა. ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლები დარჩენილ სამ კატეგორიაში დღის ბოლომდე გაგრძელდება. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდობაში საქართველოს ჩემპიონატი ხვალ დასრულდება. პრიზიორები დამატებით კიდევ ხუთ წუნით კატეგორიაში გამოვლინდებიან.