საქართველოს ჩეხეთის საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფი ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ჩეხეთის საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფი ეწვია.

ჟურნალისტები ვრცელ რეპორტაჟებს მოგზაურობასა და კულტურის შესახებ ამზადებენ. სატელევიზო პროგრამას მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

ჩეხი ჟურნალიტები საქართველოში პილიგრიმული ტურიზმის შესახებ სამ სერიას მოამზადებენ. ამ მიზნით, ოთხკაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადახვა რეგიონში იმოგზაურეს. მოინახულეს ყაზბეგი, მცხეთა, იმერეთი, სამეგრელო და სვანეთი.

თბილისში, განახლებული აღმაშენებლის გამზირზე ჩეხ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.