საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Transavia France-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოვიდა.

ავიაკომპანია პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 12 აპრილიდან, კვირაში ორჯერ ასრულებს. ოპერირების დაწყებას, წინ უძღოდა ავიაკომპანიასთან ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები. პირველი რეისით პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოფრინდა. მგზავრებს თბლისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი დახვდა.