საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor-ი ბრუნდება. მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ავიაკომპანია ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე, ყოველდღიურ ფრენებს შეასრულებს. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს, ხუთი ავიაკომპანია კვირაში 32-ჯერ შეასრულებს. აღნიშნული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022 წელს შემოვიდა და ორი წლის განმავლობაში ფრანკფურტსა და თბილისს შორის კვირაში ორჯერ ოპერირებდა.