საქართველოს ახალი ელჩი აშშ-ში 

21:07, 10.06.2025

ვაშინგტონიდან თანხმობა მიღებულია – თითქმის შვიდთვიანი პაუზის შემდეგ აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. ამ მისიის შესასრულებლად ყოფილი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ემზადება, რომელმაც ამერიკის მხრიდან აგრემანი უკვე მიიღო. ახლა ერთი პროცედურა რჩება – პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატურა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. ბოლო თვეებში გაუარესებული ურთიერთობის და შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე მომავალი ელჩის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და მოლოდინია. მმართველ გუნდს შეთავაზებულ კანდიდატზე აგრემანის მიღება, ტალიაშვილის ბიოგრაფია და საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნის მოლოდინი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის იმედს აძლევს.

სკეპტიკურადაა განწყობილი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების შეცვლის გარეშე ოფიციალურ ვაშინგტონთან კავშირების აღდგენას გამორიცხავს. საკრებულოსა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატისთვის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა პირველი არ იქნება – 2022 წლიდან თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენელი იყო. ამ პოზიციაზე ახლა პარლამენტის ყოფილი წევრი ხატია წილოსანია წარდგენილი.

მსგავსი