საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

18:45, 06.05.2026

იმერეთის რეგიონიდან, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეები ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნებს და სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უპრეცედენტო მულტისპორტულ პროექტში, რომელსაც 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს, იმერეთი სრული შემადგენლობით – სპორტის 17-ივე სახეობაში იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მთავარი პრიზისთვის 12 რეგიონის ნაკრები იბრძოლებს.

მსგავსი