საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით შეხვედრას ჩაატარებს. რამაზ სვანაძის გუნდი ტაქაალის „სენტე-ნარი სტედიუმზე” მალტის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. ახალგაზრდა „ჯვაროსნებმა“ ორი ტურის შემდეგ 2 ქულა მოიპოვეს და სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ.
მალტისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი – სპორტი“ 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.