საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში

სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს საია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოიცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემური საკითხები, მათ შორის გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი, ასევე, სასამართლოს მიერ ძირითადად გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა და გირაო და არა სხვა ალტერნატიული ღონისძიებები.

საია-ს ანგარიშით, პრობლემად რჩება პატიმრობის გადასინჯვის ფორმალური ხასიათი, ძირითად შემთხვევაში კმაყოფილდება საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნა გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკა-ამოღების დაკანონება. ამავე დოკუმენტით, მცირედით გაუმჯობესებაა საპროცესო შეთანხმებების კანონიერებაზე მსჯელობა და გამამართლებელი განაჩენების მზარდი ტენდენცია.

მოამბე

დატოვე კომენტარი