საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას 55-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის იქნებიან სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქსიანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი. ასევე, მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ინაუგურაციის ცერემონიას უცხოური მედია გააშუქებს.