საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მილოცვებს იღებს

21:39, 11.05.2026

სამღვდელოებასთან ერთად, ეკლესიისა და ერისთვის დღევანდელი დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება. სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მილოცვებს იღებს. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მეთაურს, პატრიარქად არჩევას ულოცავენ, პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ყველა მილოცვაში ხაზგასმულია ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ქართული ეკლესიის ახალ მწყემსმთავარს ეკისრება. საერო პირები, სულიერ წინამძღოლს გამძლეობას, ღვთის წყალობას და სულიერ სიმტკიცეს უსურვებენ, იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც საზოგადოებაში რწმენის კიდევ უფრო განმტკიცებას, მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას ემსახურება.

რა გამოხმაურება მოჰყვა სრულიად საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, მილოცვებს – შალვა სუმბაძე დეტალებით.

მსგავსი