საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა

გამარჯვებას ზეიმობენ მორაგბეები. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე მატჩში საქართველოს ნაკრებმა ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 28-17 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენი ეროვნული გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა. საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრები სულ 23 თამაშს ითვლის. აქედან 14 დაპირისპირება საქართველომ მოიგო, ცხრა კი, რუმინეთმა. საქართველოს ნაკრებმა რუმინელთა დამარცხებით ანთიმოზ ივერიელის თასი დაისაკუთრა.

მოამბე

 

 

დატოვე კომენტარი