საქართველომ ფიჯისთან წააგო #იაპონია2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ეროვნულ გუნდთან.

მატჩი ანგარიშით 10:45 დასრულდა კუნძულელთა სასარგებლოდ.

ამ დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს კვლავ ხუთი ქულა აქვს და D ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ფიჯელებმა კი შვიდი ქულა მოაგროვეს და მესამეზე გადაინაცვლეს.

ბოლო მატჩებს საქართველო და ფიჯი, ტურნირის ფავორიტებთან გამართავენ: ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, ფიჯელები კი უელსს.