საქართველომ ევროკავშირს შევსებული კითხვარი გადასცა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მმართველმა გუნდმა კითხვარი უნდა გაასაჯაროვოს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს პასუხები. მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროცესი უფრო გამჭირვალე უნდა ყოფილიყო.