საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს. გაძევებულია – თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.