საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თევზის ექსპორტი შეჩერებულია

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თევზის ექსპორტი შეჩერებულია. პროდუქციის გატანა 2017 წლის ივნისიდან იგეგმებოდა, თუმცა, დაანონსების მიუხედავად, პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.

მეთევზეების ნაწილი მიზეზად თევზჭერის შემცირებას ასახელებს. ამ არგუმენტს ის გარემოებაც ამყარებს, რომ ბოლო სამ წელიწადში ქართული თევზის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელმაც იკლო. ამ დროისთვის შავი ზღვის აკვატორიაში თევზჭერას ხუთი კომპანია აწარმოებს.

მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ.