საქართველო-ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე

12:48, 23.04.2026

ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს საქართველო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვიზიტორებს სხვადასხვა მიმართულებებს აცნობს. აღინიშნა, რომ ყაზახეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში მზარდია. ბათუმში პირდაპირი ფრენები ყაზახეთის სამი ქალაქიდან იგეგმება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ყაზახი ტურისტების რეგიონში მოგზაურობას.

მსგავსი