საქართველო წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მორიგი წარმატებული მატჩი უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

რევაზ ჩომახიძის გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 12:6 დაამარცხა.

მომდევნო და საბოლოო შეხვედრას ქართველი წყალბურთელები პარასკევს, 24 იანვარს გამართავენ.

ბუდაპეშტიდან ნინო გაბელია დეტალებით.