საქართველო ვაქცინის მოლოდინში

საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას თებერვლის პირველ ნახევარში მიიღებს. ეს იქნება 30 ათასამდე დოზა, რომლითაც ექიმები აიცრებიან. მოგვიანებით კი იმუნიზაციის პროცესი გეგმის მიხედვით გაფართოვდება.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, მოსახლეობას მასობრივი აცრისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში ვაქცინა ყველაზე ძლიერი იარაღია.

მოამბე