უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი, საქართველოსთან დაკავშირებით პირველი კომენტარს აკეთებს. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის კითხვაზე, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, პეტერ მადიარმა უპასუხა, რომ საქართველოსთან კარგ ურთიერთობას გააგრძელებს. მან თბილისში სტუმრობის სურვილიც გამოთქვა. როგორ განვითარდება ქართულ უნგრული ურთიერთობები – საკითხს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.