საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი

ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი მიმდინარეობს.

სულ ცოტა ხანში მინისტრები, უკვე გაფართოებულ ფორმატში მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას. ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს უნგრელი კოლეგა ვიქტორ ორბანი პირისპირ მასპინძლობს. ასევე პირისპირ შეხვედრები უნგრელ კოლეგებთან გამართა ბუდაპეშტში მყოფმა ყველა მინისტრმა. კომისიის სხდომა უკვე მეორედ იმართება, პირველად მასპინძელი კი, საქართველო იყო. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის განსახილველი საკითხები, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით, საკმაოდ ბევრია.