საქართველო – უნგრეთი პირველ არხზე

12:37, 02.10.2026

დღეს გაიმართება უეფა-ს ერთა ლიგის მესამე მატჩი – საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ „ჯვაროსნებმა“ ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ მატჩის წინა ვარჯიში ჩაატარეს, მანამდე კი – მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ უპასუხეს. ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, ორივე ნაკრებს თითო თითო ქულა აქვთ და მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფენ.

უნგრეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 22 :45 საათზე დაიწყება.შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო 22:45 საათიდან შემოგთავაზებთ.

მსგავსი