საქართველო უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ რეესტრში დაბრუნდა

18:37, 06.10.2026

საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის რეგისტრაცია აღუდგა. გადაწყვეტილება, რეესტრის რეგისტრაციის კომიტეტმა, 2026 წლის 22 სექტემბერს მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის გადაწყვეტილება, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ენქას შეფასების შედეგებს დაეფუძნა. შეფასების საფუძველზე დადასტურდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს.

მსგავსი