საქართველო უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ რეესტრში დაბრუნდა
ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული საერთაშორისო აღიარება – თვეების განმავლობაში ჩატარებული კვლევები საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროსთვის წარმატებით დასრულდა.
საქართველოს ექარის გაუქმებული რეგისტრაცია აღუდგინეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის უმაღლესი განათლების ხარისხი ევროპული სტანდარტების შესაბამისია და საქართველო ისევ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეშია.
2024 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა, ანუ EQAR-მა საქართველოს რეგისტრაცია 13-დან ორი კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო შეუჩერა, რასაც თავის დროზე ვნებათაღელვა მოჰყვა. კეთდებოდა განცხადებები ევროპული უმაღლესი განათლების სისტემიდან ქვეყნის გათიშვაზე. რეზონანსული გადაწყვეტილებიდან მალევე საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის შეფასება დაიწყეს, ხარვეზები, რის გამოც თავის დროზე ექარის რეგისტრაცია გაუქმდა, გამოსწორებულად ცხადდება.
რა საფრთხეები იყო მოსალოდნელი რეგისტრაციის ვერ აღდგენის შემთხვევაში და რას ნიშნავს დაბრუნებული ევროპული აღიარება – გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე.