საქართველო-უკრაინის ურთიერთობები – შეფასებები

12:29, 28.05.2026

საქართველო-უკრაინის ურთიერთობა და კომუნიკაციის გადატვირთვა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. რამდენიმე დღის წინ, გაერო-მ ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებია დაგმობილი. ერთობლივ რეზოლუციას 50-ზე მეტი ქვეყანა აწერს ხელს და მათ შორის არის – საქართველოც. ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მადლობას უხდის შვეიცარიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად გამოვიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი – საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.

მსგავსი