საქართველო-უკრაინის ურთიერთობები – გამოხმაურება

15:11, 07.05.2026

მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დეტალებსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მინისტრის განცხადებით, მათი შეხვედრა მალე შედგება და შეძლებენ ყველაფერზე მსჯელობას. მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პოზიციებსა და მიდგომებში არაფერი შეცვლილა. ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინელ კოლეგასთან და ზოგადად საქართველო-უკრაინის ურთიერთობები შეაფასეს მმართველ გუნდში.

მსგავსი