საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წელი

რა სახის დახმარებას ელოდა უკრაინა საქართველოსგან. უკრაინის საქმეთა დროებითმა მმართველმა დღეს განაცხდა, რომ რუსეთისგან ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან უფრო ეფექტურ მხარდაჭერას ელოდნენ, მიუხედავად გაწეული ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური მხარდაჭერისა. ამის შესახებ ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლის თავზე განაცხდა. თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და დიპლომატებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების გზები განიხილეს და არსებულ ვითარებაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.