საქართველო-უკრაინა პირველ არხზე
ერთ საათზე ოდნავ მეტი დრო რჩება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩამდე, რომელსაც „ჯვაროსნები“ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად გამართავენ. ერთა ლიგის მეორე ტურში „დინამო არენაზე“ ზაურ სვანაძის გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება. გულშემატკივრებს ახალ მწვრთნელთან ერთად პოზიტიური ცვლილებების იმედი აქვთ. პირველი ტურის შემდეგ „ჯვაროსნებს“ ნული ქულა აქვთ და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას ჯგუფის ლიდერთან შეეცდება.