2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება გრძელდება. უკრაინასთან შეხვედრამდე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „თბილის არენაზე“ ივარჯიშა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდში გამოცდილ ლიდერებთან ერთად, ახალი სახეებიც არიან. საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია მოხვდნენ, მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი სამი საუკეთესო ითამაშებს. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირზე 27 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30 ნოემბერს ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.