საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პროგრამის ლიდერები არიან და მათი უფრო მეტი მხარდაჭერაა აუცილებელი - ევროპარლამენტის რეკომენდაციები ევროკომისიას

ევროპარლამენტის რეკომენდაციები ევროკომისიას. დოკუმენტში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი იმ ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომელთაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების შეთანხმებას.

კერძოდ, ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პროგრამის ლიდერები არიან და მათი უფრო მეტი მხარდაჭერაა აუცილებელი.

როგორც აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელმა ლიტველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიე-კენემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, საუბარი იყოს გრძელვადიან პერიოდში შენგენის ზონაში, ენერგეტიკულ და საბაჟო კავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ევროპარლამენტის რეკომენდაციები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. დოკუმენტს პლენარულ სესიაზე მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.