საქართველო – უკრაინა 0:0

12:29, 29.09.2026

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის ნაკრებთან უგოლოd, ფრედ დაასრულა. პირველ ტაიმში რამაზ სვანაძის გუნდი უფრო აქტიურობდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. მეორე ტაიმში ორივე გუნდმა უფრო მეტი დრო კარის დაცვას დაუთმო და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 0-0 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ ჩვენს ნაკრებს 1 ქულა აქვს, შემდეგი ორი შეხვედრა კი – გასვლითი იქნება. საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 5 ოქტომბერს კი – ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შეხვდება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი